ვიზიტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

amcham.dk

საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი სპენსერ ოლივერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების პროექტი.

საუბარი ასევე შეეხო ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას საქართველო და უკრაინასთან მიმართებაში. მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობაც განიხილეს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის25-ე წლიურ სესიაზეც იმსჯელეს, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს, გიორგი მარგველაშვილმა საუბრისას სესიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

„ჩვენ განვიხილეთ საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე რეგიონში ყველასათვის კარგად ცნობილი პრობლემები და აღვნიშნეთ, რომ ყველა მონდომებულია იპოვოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს იყო კარგი და ძალიან დასაფასებელი შეხვედრა,"-განაცხადა სპენსერ ოლივერმა.

მანამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. სპენსერ ოლივერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა დამოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიულიპარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებასა და ცხინვალის რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმების გეგმასთან დაკავშირებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლიურ სესიის სამზადისზე, რომელსაც 2016 წელს საქართველო უმასპინძლებს.
სპენსერ ოლივერი ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით დონდუას და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრებსაც შეხვდა.

კომენტარები