ოსტინ რივერსი

ლოს-ანჯელეს კლიპერსმა ოსტინ რივერსი გაიფორმა

ლოს-ანჯელეს კლიპერსმა ოსტინ რივერსი გაიფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს NBA-ს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც შვილი მამის გუნდში ითამაშებს.

ოსტინის მამა, წარსულში ლეგენდარული კალათბურთელი დოკ რივერსი, კლიპერსს სათავეში 2013 წლიდან უდგას. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რივერსი ნიუ ორლეანდ პელიკანსიდან შვილის გადმოყვანას შეეცდებოდა, რაც საბოლოოდ დადასტურდა კიდეც.

დრაფტზე მეათე ნომრად აყვანის შემდეგ, ოსტინ რივერსმა საბოლოოდ ვერ შეძლო გულშემატკივრების მოლოდინის გამართლება, რომელიც მათ კალათბურთელის დიუკის კოლეჯში შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე ჰქონდათ.

მსროლელმა პელიკანსის მაისურით 40.6%-ზე უკეთესი მაჩვენებელი ვერ აჩვენა.

ოსტინ რივერსმა ახალი გუნდის მაისურით უკვე ითამაშა, კლიპერსი კი კლივლენდ კავალიერსთან 126-121 დამარცხდა.

 

კომენტარები