მამა ილია კარტოზია

არქიმანდრიტი ილია კარტოზია თბილისში ჩამოასვენეს

newposts.ge

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტი ილია კარტოზია თბილისში ჩამოასვენეს. აეროპორტში მამა ილიას ცხედარს სასულიერო პირები, მრევლი და ახლობლები დახვდნენ. პროცესიას მგალობელთა ჯგუფი გალობით დახვდა. მამა ილიას სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

მამა ილიას ცხედარი თბილისში მეუფე გერასიმემ და გარდაცვლილის ძმამ ჩამოასვენეს.

მამა ილია კარტოზიას ცხედარს ხვალ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში გადაასვენებენ. 20 იანვარს კი წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

კომენტარები