ქრთამის აღება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო განვითარების სამსახურის კეთილმოწყობისა და კომუნალური მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, 1959 წელს დაბადებული ოთარ ნ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა კერძო კომპანიის წარმომადგენელს ქრთამის სახით გამოსძალა 2 000 ლარი იმ პირობით, რომ ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს დარღვევით შესრულების შემდეგ შავ სიაში არ შეიტანდა და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას მისცემდა.

გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები