მღვდელი ილია კარტოზია

პრეზიდენტმა დაღუპული ილია კარტოზია სამოქალაქო თავდადებისათვის დააჯილდოვა

გიორგი მარგველაშვილი
argumenti.ge
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია „სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისა და გმირობისათვის, განსაკუთრებული პიროვნული მამაცობის გამოვლენისათვის, სამოქალაქო თავდადებისათვის“, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.
 

ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიზე“ ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. არქიმანდრიტ ილიას კარტოზიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. დაღუპულის ცხედარი თბილისში გუშინ გადმოასვენეს. ის სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

კომენტარები