მკვლელობა სომხეთში

რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი გარდაიცვალა

news.am

6 თვის სერიოჟა ავეტისიანი, ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელიც სომხეთში, ქალაქ გიუმრში 12 იანვრის ტრაგედიისას გადარჩა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის გულის არეში იყო დაჭრილი. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს. 

12 იანვარს ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი დახოცეს. ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც 102-ე რუსულ ბაზაზე მსახურობდა.

რუსული მხარე ერევანს დანაშაულის სრულ გამოძიებას დაჰპირდა. პერმიაკოვი რუსეთის კანონმდებლობით გასამართლდება.

კომენტარები