ცენზურა გამოხატვის თავისუფლებაზე

შსს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგი ინიციატივით გამოდის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტს უკვე მეორედ წარუდგენს კანონპროექტს, სადაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოითხოვს. სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილების მიხედვით, რომელსაც, როგორც წინა ჯერზე, ისე ახლა, საქართველოს საპატრიარქო აქტიურად უჭერს მხარს, შეზღუდვა წესდება ე.წ შუღლის გაღვივებაზე, რაც სხვადასხვა ჯგუფების მიმართ ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების აკრძალვას გულისხმობს.

კომენტარები