თურქეთ-სომხეთის ურთიერთობა

სტამბოლში ჟურნალისტ გრანტ დინკის მკვლელობიდან 8 წლისთავზე აქცია გამართეს

epa.eu

სტამბოლის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სომეხი ჟურნალისტის გრანტ დინკის მკვლელობიდან 8 წლისთავის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. აქციაზე პოლიციამ 20-მდე დემონსტრანტი დააკავა.

გრანტ დინკი სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი იყო, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა თურქეთის ხელისუფლებას სომეხთა გენოციდის უარყოფის გამო. დინკი უამრავ მუქარას იღებდა თურქი ნაციონალისტებისგან. საბოლოოდ კი, ის 2007 წლის იანვარში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ბევრი ირწმუნება, რომ მკვლე­ლო­ბა­ში თურ­ქეთის ხელისუფ­ლე­ბის ხე­ლი ერია.

2010 წელს, ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თ­ლომ აღი­ა­რა, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ შეძ­ლო გრანტ დინ­კის დაც­ვა. ევ­რო­სა­სა­მარ­თ­ლომ მა­შინ მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მსვლე­ლო­ბაც გა­აკრი­ტი­კა.

კომენტარები