საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ხმალაძე: რუსეთის მხრიდან სააკაშვილის დადანაშაულება გენოციდში, უსაფუძვლოა

პარლამენტის იურიდიული კომიტიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, რუსეთი ვერ შეძლებს მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის მიმართ იმის დამტკიცებას, რაც ბუნებაში არ ყოფილა. ხმალაძე გამოეხმაურა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმერ მარკინის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში არის გადაგზავნილი და მას პასუხისგება მოუწევს. 

"საქართველოს გვაქვს შეტანილი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც მათ ბრალი ედებათ გენოციდის განხორციელებაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. მათი ბრალდება გნებავთ საქართველოს, გნებავთ სააკაშვილის ან ნებისმიერი თანამდებობის პირის მიმართ გენოციდში, არის სრულიად უსაფუძვლო და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს ძალიან ადვილად დასამტკიცებელი იქნება. ისინი ვერ შეძლებენ იმის დამტკიცებას, რაც არ ყოფილა ბუნებაში", - თქვა ხმალაძემ.

კომენტარები