იური ვაზაგაშვილის საქმე

მარგველაშვილი ვაზაგაშვილზე: იმედია, გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი დღეს ნაღმზე აფეთქდა. 

"მწუხარებას გამოვთქვამ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების გამო. იმედს გამოვთქვამ, რომ გამოძიება დროულად დაადგენს ჭეშმარიტებას. თუმცა ეს ვერ გაანელებს იმ ტკივილს, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის ვაზაგაშვილების ოჯახში დატრიალებული კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედით. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ბატონ იურისთან ერთად იბრძოდა სიმართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად", - წერს მარგველაშვილი.

მომხდარს დღეს საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. ირაკლი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ შოკირებულია მომხდარით და პროკურატურისგან საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა.

"გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან, სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები