იური ვაზაგაშვილის საქმე

რუსთაველზე იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები აქციას მართავენ

rustavi2.com

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ვაზაგაშვილის მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული და მასშტაბური აქციების გამართვით იმუქრებიან.

იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე დღეს დაიღუპა. ადვოკატის და ახლობლების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ნაღმის აფეთქებამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ გამოძიება სს კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

 

კომენტარები