კრიზისი უკრაინაში

დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალი უკრაინელმა ჯარისკაცებმა დატოვეს

რუსული T-72 ტიპის ტანკი დონეცკის აეროპორტში
AFP

აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის აეროპორტის ახალ ტერმინალში ბრძოლებისას, უკრაინელი ჯარისკაცების სტრატეგიული ადგილები მთლიანად დაინგრა. დაიღუპა ათობით უკრაინელი ჯარისკაცი. გადარჩენილებმა აეროპორტი უკვე დატოვეს. ამ შემთხვევას censor.net-ის რედაქტორი იური ბუტუსოვი ფეისბუქზე გამოეხმაურა.

"დონეცკის აეროპორტის დაცვა - 26 მაისი, 2014 - 22 იანვარი, 2015. 242 დღე.

ახალი და ძველი ტერმინალები, საკონტროლო კოშკი, ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის საჭირო იყო, სრულად განადგურდა. ახალი ტერმინალის შენობის ნანგრევები ბოლო გადარჩენილმა დამცველებმა დატოვეს.

პატივი უნდა ვცეთ გმირებს, რომლებიც იცავდნენ აეროპორტს აბსოლუტურად რთულ და არასახარბიელო მდგომარეობაში.

მადლობა ყველას, ვინც განსაკუთრებით ბოლო დღეების ჯოჯოხეთს გადაურჩა. მადლობა მათ, ვინც დაშავდა და მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ახალ ტერმინალში სამუდამოდ დარჩა", - წერს ბუტუსოვი ფეისბუქზე.

კომენტარები