კრიმინალი

ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავიძის ავტომანქანა დაწვეს

Getty Images

ბათუმში მოქალაქე დავით მანჯავიძის ავტომანქანა დაწვეს. როგორც დაზარალებულმა ტაბულას უთხრა, შემთხვევა ღამის 3-ის ნახევარზე მოხდა. მისივე თქმით, "ვიდეოსათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, რომ ღამით უცნობი მამაკაცი მანქანას ბენზინს ასხამს და ცეცხლს უკიდებს, შემდეგ კი, მერსედესის ტიპის ავტომანქანაში ჯდება და მიდის". მისივე განცხადებით, მერსედესის ნომერი კამერამ ვერ დააფიქსირა. დაზარალებულმა პოლიციას ჩვენება უკვე მისცა. მანჯავიძე ამბობს, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გივი თარგამაძის დიდი ხნის მეგობარია და შესაძლოა, ფაქტი სწორედ ამას უკავშირდებოდეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

კომენტარები