საუდის არაბეთის მეფე

საუდის არაბეთის მეფე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

AP

საუდის არაბეთის მეფე აბდულა იბნ აბდილაზიზი 90 წლის ასაკში საავადმყოფოში პნევმონიით გარდაიცვალა.

მეფე აბდულა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. მას ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად აწუხებდა.

აბდულა იბნ აბდილაზიზი საუდის არაბეთს 2005 წლიდან მართავდა. ტახტს მისი ძმა სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი იკავებს.

მეფე აბდულას გარდაცვალებას გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პერსონალური სიმპატია გამოხატა.

"როგორც ლიდერი, ის იყო გულწრფელი და საკუთარი რწმენით ამაყობდა. მას მტკიცედ სწამდა აშშ-საუდი არაბეთის თანამშრომლობის მნიშვნელობის, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული ძალის ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ",-თქვა ობამამ.

ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი პატივის მისაგებად ერ-რიადში ჩავა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კამერონის მოსაზრებით კი, მეფე აბდულა მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელსაც მშვიდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების სწამდა.

კომენტარები