ლარის კურსის ვარდნა

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.98-ია

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი ისევ ეცემა. საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.98-ია.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი 2 ლარი, ზოგ ჯიხურში კი 2 ლარი და 4 თეთრი ღირს. კომერციულ ბანკებში კი, მომხმარებელს ერთი დოლარის შეძენა 2 ლარი და 6 თეთრი დაუჯდება.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ამ დროისთვის კი ბოლო 10 წლის მინიმუმს მიაღწია - ერთი დოლარის ღირებულება 2 ლარზე მეტი 2004 წელს იყო.

კომენტარები