ოთარ მირზოევი

კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

0 კომენტარი
ფოტო: RFE/RL

კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, მირზოევის გადადგომა ვაზაგაშვილის საქმეს უკავშირდებოდა, თუმცა ამ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.

დღესვე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მიიღო. ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები