ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

წულუკიანი: ჭიკაიძემ პასუხისმგებლობა იგრძნო და სწორი ნაბიჯი გადადგა

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დარბაზ ჯაზუში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნამდე აღარაფერი იყო დარჩენილი. მისივე თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძემ პასუხისმგებლობა იგრძნო და სწორედ ამიტომ გადადგა.

"დღეს ძალიანძნელია რაიმე სანუგეშო თქვა ამ ოჯახისთვის რომელიც სამართლიანობისთვის იბრძოდა, მაგრამ ჩვენი ვალია, რომ იური ვაზაგაშვილის დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელისუფლება იყოს ძლიერი და სამართლიანი. სექტემბრის თვიდან მოყოლებული, ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამართლიანობის გზაზე დააყენოს ეს საქმე და ეს თავად იურამაც უკვე იცოდა, რომ ბევრი არაფერი იყო დარჩენილი მისი შვილის საქმის გახსნამდე. რაც შეეხება ძლიერებას, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ დღეს ვართ ძლიერი ხელისუფლება იმიტომ რომ თვალწინ აგვიფეთქდა ისეთი ადამიანი, როგორიც იყო იურა ვაზაგაშვილი და სწორედ ეს პასუხისმგებლობა იგრძნო ალექსანდრე ჭიკაიძემ და მან გაბედული და სწორი ნაბიჯი გადადგა" - განაცხადა წულუკიანმა.

ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ცნობისთვის, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელების მფარველობაში იური ვაზაგაშვილმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. მისი თქმით, ის სამართალდამცავები, ვინც მისი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები