ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

პეტრიაშვილი: ჭიკაიძე დამოუკიდებლად არ არის ამ გადაწყვეტილების მიმღები

თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პეტრიაშვილის შეფასებით, ჭიკაიძე ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა.

"ხელისუფლება ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას მხოლოდდამხოლოდ მეისრეების შემოთავაზებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჭიკაიძე დამოუკიდებლად არ არის იმ გადაწყვეტილების მიმღები და იმ ძალის გავლენის მქონე ფიგურა, რომელსაც მხოლოდ და ეულად ხელეწიფებოდა კონკრეტული პიროვნებების დაფარვა" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით ალექსნდრე ჭიკაიძემ პრემიერმინისტრს დღეს მიმართა. 

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას"  - ნათქვამია ჭიკაიძის განცხადებაში.

კომენტარები