დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა კომპანია RWE AG-ს აღმასრულებელ დირექტორთან პიტერ ტერიუმთან.
ქართულმა მხარემ კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ინვესტორებისთვის შექმნილი პირობები გააცნო. გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს RWE AG-ის სამუშაო ჯგუფი ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ პირობებს.
RWE AG-ი ევროპაში წამყვანი ელექტროპროვაიდერი კომპანიაა, რომლის მოგებამ 2014 წელს შეადგინა 68 მილიარდი დოლარი. კომპანიაში დასაქმებულია 66 ათასზე მეტი ადამიანი.