ლარის კურსის დაცემა

ლარი კიდევ გაუფასურდა - ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.99-ია

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ლარის კურსი დოლართან მიმართებით კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 1.99-ია.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ 22 იანვარს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.98 ლარი იყო.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ერთი დოლარის შეძენა 2.06 ლარად არის შესაძლებელი.

კომენტარები