იური ვაზაგაშვილის საქმე

პრემიერი დღეს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების შუალედურ ანგარიშს მოისმენს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების შუალედურ ანგარიშს მოისმენს. ამის შესახებ მან ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ყოფნისას განაცხადა.

"იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მინდა, გითხრათ, რომ მთელი სამართალდამცველები არიან მობილიზებული, მიმდინარეობს გამოძიება აქტიური. დღეს მექნება შეხვედრები, შუალედური ანგარიში მინდა მოვისმინო გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. მე მინდა, დავარწმუნო ყველა, რომ მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს გარკვეული", - თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე ძალიან მალე გაიხსნება.

"საქართველოს მთავარ პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰყავდა მიყვანილი იმ საქმის გამოძიება, რომელიც ეხებოდა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას. მაგრამ მე მინდა, შევპირდე ყველას, რომ ეს საქმე გაიხსნება ძალიან მალე. ამას წინ ვერავინ აღუდგება, სიმართლე გაირკვევა", - აღნიშნა პრემიერმა.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის საფლავზე დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები