საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი: ზესტაფონთან ავტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონთან, სოფელ სიქთარვასთან ავტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 207-ე კმ-ზე ავტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია. გუშინ, აღნიშნულ მონაკვეთზე, სოფელ სიქთარვასთან, გზის სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად ხორციელდებოდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთელი დღის მანძილზე აწარმოებდა გზის აღდგენით სამუშოებს, რის შედეგადაც, ავტოტრანსპორტის გადაადგილება გუშინ ღამიდან შეუფერხებლადაა შესაძლებელია" - აცხადებს საავტომობილო დეპარტამენტი.

კომენტარები