არჩევნები საბერძნეთში

ეგზიტპოლებით, საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნებში პარტია სირიზა იმარჯვებს

Getty Images

საბერძნეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულებულია. წინასწარი შედეგები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ეგზიტპოლების მონაცემებით, არჩევნებში მემარცხენე პარტია სირიზამ გაიმარჯვა.

ერთი ეგზიტპოლის მონაცემებით, სირიზამ ხმათა 35.5% აიღო, ხოლო სხვა მონაცემებით - 39.5%. მომდევნო ადგილზე მმართველი პარტია ახალი დემოკრატიაა 23-27%-ით.

პარტია სირიზას ლიდერის ალექსის ციპრასის განცხადებით, ის საბერძნეთის დიდი რაოდენობის ვალთან დაკავშირებით, საერთაშორისო კრედიტორებთან ხელახალ მოლაპარაკებებს აპირებს.

ამასთან, პარტია სირიზა ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარების დაძლევას მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გაუქმებით აპირებს.

მმართველი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი პრემიერმინისტრი ანტონის სამარასი კი თვლის, რომ მკაცრი ეკონომიკური ზომები "მუშაობს". ის არჩევნებამდე ამომრჩევლებს მოუწოდებდა, სირიზას პარტიის მხარდაჭერით, საბერძნეთი კატასტროფის ზღვრამდე არ მიეყვანათ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ საბერძნეთში ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაეცა და უმუშევრობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ქვეყნის ევროკავშირში ყოფნის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

კომენტარები