აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკის აეროპორტი 1940 წელს აშენდა, 2012 წელს მისი რეაბილიტაცია მოხდა. 2013-ში კი უკვე მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურებოდა. რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა პირველი იერიში აეროპორტზე 2014 წლის 26 მაისს, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მიიტანეს. თუმცა, უკრაინულმა ჯარებმა ისინი მოიგერიეს. პრორუსმა ტერორისტებმა შენობაზე კიდევ არაერთხელ მიიტანეს იერიში. მიმდინარე წლის 22 იანვარს აეროპორტის ახალ ტერმინალში ბრძოლებისას, უკრაინელი ჯარისკაცების სტრატეგიული ადგილები მთლიანად განადგურდა. დონეცკის აეროპორტი ახლა თითქმის მთლიანად დანგრეულია.
დონეცკის აეროპორტი