კრიმინალი

თბილისში მამაკაცი დაჭრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ცაბაძისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1966 წელს დაბადებულმა დავით კ-მ 1981 წელს დაბადებული დავით მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დავით კ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცაბაძის ქუჩაზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები