ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომა

კვირიკაშვილი: გომელაური საუკეთესო მენეჯერული თვისებებით გამოირჩევა

government.gov.ge

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის შესაძლო დანიშვნის შესახებ დღეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა. 

"ეს რა თქმა უნდა [გომელაურის დანიშვნა] პრემიერმინისტრის პრეროგატივაა. თუ მეკითხებით ვახტანგ გომელაურზე, მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად საუკეთესო ადამიანური თვისებებით და ასევე მენეჯერული თვისებებით არის გამორჩეული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი დღეს, 26 იანვარს, 14:00-ზე ახალ შს მინისტრობის კანდიდატს წარადგენს.

კომენტარები