ლარის კურსი

ეროვნულმა ვალუტამ 2004 წლის 14 აპრილის რეკორდი მოხსნა

ქართული ლარის სიმბოლო
საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი 1,9962 ღირს, რაც 2004 წლის 14 აპრილის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მართავს შეხვედრებს.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის კურსი დასტაბილურებისკენ მიდის. თუმცა, დღეს ლარის კურსი პირიქით, 0,0027 თეთრით გაუარესდა. 

ლარის გაუფასურება გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო დეკმბერში მისმა კურსმა 1,95-ს მიაღწია. მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა არ მოხდებოდა. თუმცა, მთავრობამ დაპირება არ შეასრულა და ბიუჯეტის ხარჯვა დეკემბერში გააორმაგა, რის შედეგადაც ერთ თვეში მან 1,25 მილიარდი ლარი აითვისა. ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ლარის გაუფასუირება სწორედ ბიუჯეტის დეფიციტურმა ხარჯვამ გამოიწვია. 

კომენტარები