შინაგან საქმეთა სამინისტრო

პრემიერმა შს ახალ მინისტრად ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი წარადგინა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა. გომელაური ალექსანდრე ჭიკაიძის პირველი მოადგილე იყო და მისი გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე კი გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსად მუშაობდა. ძალოვანი უწყების ახალ ხელმძღვანელს დღევანდელ ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია ვინ იქნება მისი პირველი მოადგილე.

შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს დადებითად აფასებენ მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაური პროფესიონალიზმით არ გამოირჩევა და ბოლო წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ პრობლემებზე მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს, პარტიის წევრი გია ცაგარეიშვილი გომელაურს დადებითად ახასიათებს.

აღსანიშნავია, რომ შს მინისტრის მოადგილეობის პერიოდში 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, გომელაური უშუალოდ ხელმძღვანელობდა პოლიციას, რომელსაც რუსთაველზე სიტუაცია უნდა ეკონტროლებინა. აქციის დაწყებამდე გომელაურმა პრესასთან პირობას დებდა, რომ აქციაზე ყველა ადამიანის უფლებები იქნებოდა დაცული.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა მინისტრის ქონებას, ქონებრივი დეკლარაცია ვახტანგ გომელაურს 2014 წლის 27 მაისს აქვს შევსებული, რომლის მიხედვით ვარკეთილში, 64 კვ.მ. ფართობის ბინის მფლობელია. გარდა ამისა, ამავე კოროპუსში ფლობს 88 კვ.მ ბინას მისი მეუღლე ნინო კუდუხაშვილი, რომელიც ავტომობილ HONDA CRV-ს მფლობელიცაა. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ვახტანგ გომელაურს ნაღდი ფულადი თანხა 20 ათასი დოლარისა და 14 ათასი ლარის ოდენობით ჰქონდა, ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი- 5306 ლარი, ხოლო თი-ბი-სი ბანკის მიმდინარეზე 120 დოლარი. 2015 წლის 4 ივლისამდე კი გომელაურს აქვს იპოთეკა ქართუ ბანკში 15 ათასი დოლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერმინისტრს 23 იანვარს მიმართა. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბრალდებებმა, თითქოს ის ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. ჭიკაიძე აღნიშნავდა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს. ამავე დღეს გადადგა თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევიც. ამასთან, ბოლო პერიოდში რამდენიმე ის მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის და თამაზ თამაზაშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, სუს-ის უფროსი მალხაზ ჩიკვილაძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი და გურიის გუბერნატორი

კომენტარები