ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივნად ირაკლი კობახიძე დაინიშნა

ირაკლი კობახიძის წარდგენა
ტაბულა

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის აღმასრულებელ მდივნად კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. კობახიძე ვიცეპრემიერმა კახი კალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინა.

„ირაკლი კობახიძე თავიდანვე იყო პარტიის ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური წევრი, ასევე 2012 წელს მუშაობდა ქართული ოცნების საზოგადოებრივ სამუშაოებზე და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.

ირაკლი კობახიძე გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ათამდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ორი სახელმძღვანელოს ავტორი. რაც მთავარია, ის არის ძალიან წესიერი, პატიოსანი, ღირსეული პიროვნება" - განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები