U19 ჩემპიონატი 2017

GFF: საქართველო 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

uefa.com

2017 წელს საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

როგორც ირკვევა, უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი და 26 იანვარს საღამოს, კომიტეტის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება დააფიქსირა.

„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება," - ციტირებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას სიტყვებს ფედერაციის ვებგვერდი.

კომენტარები