NATO-საქართველო

ვერშბოუ მაღალჩინოსანთა საქმეებზე: უნდა ავიცილოთ პოლიტიზების აღქმაც კი

რადიო თავისუფლება

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ მოამბესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავიდან უნდა იყოს აცილებული ნებისმიერი სახის აღქმაც კი საქმეების პოლიტიზების შესახებ.

"საქართველო კარგი მაგალითია რეფორმების განხორციელების კუთხით, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. როცა ვსაუბრობ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კანონის უზენაესობაზე, სასამართლოს რეფორმაზე, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ თემაზე თბილისში მე ვისაუბრებ არა მარტო მთავრობის წარმომადგენლებთან, არამედ შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

ვინაიდან ეს არის საკითხები, რომლებზეც მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, გუნდური მიდგომაა საჭირო, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღიოს და გატარდეს რეფორმები. ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოში პროგრესის განგრძობადობა იმ მიმართულებით, რასაც ევროპული სტანდარტები, ევროატლანტიკური სტანდარტები ჰქვია, კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მთელი ამ სისტემის მიუკერძოებლობა.

იყო გამოთქმული შეშფოთება როგორც ყოფილი ხელისუფლების, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც. როდესაც საუბარია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ აღძრულ სამეებზე, ჩვენი პოზიცია ასეთია - თუკი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული ან კორუფციასთან გვაქვს საქმე, კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს სისტემამ.

მაგრამ ვინაიდან საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, აუცილებელია, რომ საქართველოში უფრო ფრთხილად ვიყოთ, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი სახის აღქმაც კი საქმეების პოლიტიზების. ეს არის ის, რაც ლიდერებმა საქართველოში მოისმინეს ადრე და მოისმენენ ამჯერად ჩემგან", - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

კომენტარები