ფეისბუქის გათიშვა

მსოფლიო მასშტაბით, ფეისბუქი და ინსტაგრამი გათიშულია

Reuters

მსოფლიო მასშტაბით, ფეისბუქი და ინსტაგრამი გათიშულია. ვებგვერდებზე შესვლა მობილური აპლიკაციებითაც შეუძლებელია.

ფეისბუქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი ტექნიკური პრობლემის გამოსასწორებლად მუშაობენ.

Twitter-ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრენდი ამ დროისთვის #facebookdown არის. მილიონობით მომხმარებელი წერს, რომ მას ფეისბუქზე შესვლა არ შეუძლია. 

ფეისბუქი 2003 წელს მარკ ზაკერბერგმა შექმნა, მას ახლა მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით 1.3 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

კომენტარები