ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

თაღლითობის ბრალდებით შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, "რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების და ყადაღის მოხსნაში თითქოსდა დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოტყუებით თაღლითურად 3 000 ლარი გამოართვა".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 

კომენტარები