ჯაშუშობა

რუსული ჯაშუშობა აშშ-ში - FBI-მ სამ პირს ბრალი წარუდგინა

File

ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა რუსეთის სამ ჯაშუშს ბრალი წარუდგინა, რომლებიც ნიუ-იორკ სითიში ჯაშუშობაში სხვა პირების რეკრუტირებასაც ცდილობდნენ.

39 წლის ევგენი ბურიაკოვი, იგორ სპორიშევი და ვიქტორ პოდობნი ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას რუსული ბანკების წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სანქციების შესახებ. ასევე ამერიკის ძალისხმევის თაობაზე, მოეძებნა ალტერნატიული ენერგორესურსები.

ბურაკოვი მანჰეტენზე მდებარე რუსულ ბანკში მუშაობდა. მან რუსეთისთვის ჯაშუშობაში ჩართო რამდენიმე ამერიკელიც, მნიშვნელოვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან კავშირის მქონე რამდენიმე ქალი.

ხოლო სპორიშევი და პოდობნი ამერიკაში რუსეთის ხელისუფლების მიერ იყვნენ მივლენილი და ოფიციალური თანამდებობები ეკავათ. ისინი ბურიაკოვთან 2012 წლიდან თანამშრომლობდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი აშშ-ში აღარ ცხოვრობენ. 

ევგენი ბურიაკოვი სასამართლოს წინაშე მომდევნო კვირას წარდგება.

კომენტარები