რუსული ავიაკომპანიები საქართველოში

აირზენა: ამ წუთებში რუსეთის საავიაციო ხელისუფლება და ქართული მხარე ხვდებიან

Georgian Airways-ის გენერალური დირექტორის იასე ზაუტაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართულმა მხარე მოლაპარაკებებს მართავენ. მისი თქმით, განსახილველი საკითხი, სავარაუდოდ, არის რუსული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულების ფრენის სიხშირე კვირის განმავლობაში. ასევე რუსული ავიაკომპანიების მიერ ფრენების საკითხი სხვა მიმართულებებითაც.

Georgian Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება "ძალისმიერ მეთოდს" იყენებს და საქართველოც "შანტაჟზე წამოგებულია".

"შედეგი, პრაქტიკულად, ის არის, რომ რუსული მხარე, როგორც ყოველთვის, იყენებს ძალისმიერ მეთოდს და აშინებს ქართულ მხარეს - თუ არ გვიკმაყოფილებთ მოთხოვნებს, ფრენებს შევწყვეტთ. აშანტაჟებს ქართულ მხარეს, ესეც შანტაჟზე წამოგებულია.

ქართულ მხარეს არ აქვს მკაფიო პოზიცია, რომელსაც დაიცავენ ისინი. გრძნობენ რუსები ამას. ქართულმა მხარემ ნოემბერში და დეკემბერში დათმო. რუსეთს აქვს იმედი, რომ ახლაც იგივე იქნება. ქართული მხარეც დათმობს ყველა პოზიციას ალბათ და ყველა მოთხოვნას დაუკმაყოფილებს", - თქვა გაიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფება ტაბულას ჟურნალისტი, თუმცა მას არანაირ ინფორმაციას არ აწვდიან.

კომენტარები