ლარის კურსი

ლარმა 2 ლარის ზღვარი გადალახა - ერთი აშშ დოლარი 2,01 ღირს

დღეს საღამოს ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობაზე ლარმა დოლართან მიმართებით 2 ლარის ზღვარი გადალახა, ერთი აშშ დოლარი 2,01 ღირს. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. დოლარი ორ ლარზე მეტი ბოლოს 2004 წლის 9 აპრილს ღირდა. დღეს ლარის კურსი მთელი 1,8 თეთრით გაუფასურდა, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია. 

დღესვე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 

ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იმედს გამოთქვამენ, რომ ლარი უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ლარის გაუფასურებას სწორედ მთავრობის არასწორ საბიუჯეტო პოლიტიკას უკავშირებენ. მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, ლარის კურსის ვარდნა დოლარის მსოფლიოში გაძვირებას უკავშირდება. 

კომენტარები