ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქი კობანე გაათავისუფლეს

EPA

ქურთმა მებრძოლებმა თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქი კობანე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. ქურთებმა ერთ-ერთ სიმაღლეზე საკუთარი დროშა აღმართეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ ქალაქის 90% ქურთების კონტროლქვეშ გადავიდა.

ბრძოლები ქალაქისთვის, რომლის აღებასაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო ცდილობდა, გასული წლის სექტემბრიდან მიმდინარეობდა. ქურთ მებრძოლებს საერთაშორისო კოალიციის ავიაცია ეხმარებოდა.

ამერიკული სარდლობა აღნიშნავს, რომ მარცხმა კობანეში ისლამისტების სტრატეგიული მიზნების განხორციელებას ხელი შეუშალა.

კომენტარები