არეულობა კოსოვოში

კოსოვოში აქცია მინისტრის გადადგომის მოთხოვნით არეულობაში გადაიზარდა

Reuters

კოსოვოს დედაქალაქში არეულობის შედეგად 80 ადამიანზე მეტი, მათ შორის, 56 პოლიციელი დაშავდა, 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

არეულობა საპროტესტო აქციით დაიწყო, რომლის მონაწილეები ლტოლვილთა საქმეების მინისტრის, წარმოშობით სერბი ალექსანდრ იაბლანოვიჩის გადადგომას მოითხოვდნენ, რომელმაც ქალაქ ჯაკოვიცაში მცხოვრებ ალბანელებს ველურები უწოდა იმის გამო, რომ სერბებს ეკლესიაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით მინისტრმა ბოდიში მოიხადა. თუმცა, დემონსტრანტებმა მისი გადადგომა, ასევე სერბეთის საზღვარზე მდებარე სადავო სამთომომპოვებელი საწარმოს ნაციონალიზაცია მოითხოვეს.

აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

კომენტარები