ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: საქართველოს დღეს ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს დღეს ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში, გადაცემაში ქრონიკა განაცხადა.

ივანიშვილის განცხადებით საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებით საქართველოს მთავრობა ძალიან მაღალ შეფასებებს იმსახურებს

„თუ ნახავთ და გავყვებით კვლევებს ვნახავთ რომ ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს. სხვათაშორის ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ჩვენ ვამზადებთ ანალიზს და ამ ანალიზშივე გაჩვენებთ, როდესაც ორწლიან შედეგებს დავდებთ ყველა საზოგადოების აქტიურ ნაწილზე და მათ რიცხვში მთავრობაზეც, თქვენ ნახავთ, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებითაც, საქართველოს მთავრობა ძალიან მაღალ შეფასებებს იმსახურებს, გაცილებით მეტს ვიდრე წინა ხელისუფლება ამას იბრალებდა“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით საქართველოს მთარობა უძლებს იმას, რომ არ აქვს არავითარი მედია და რუსთავი 2-ისა თუ სხვა ტელეკომპანიების „სიცრუის მანქანასთან“ დაპირისპირება უწევს.

„მთავრობა არის ძალიან ეფექტური და მთავრობა უძლებს იმას, რომ არ აქვს არავითარი მედია და პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებები თუკი რამე ნახეს და თუ ვერ ნახეს მაინც, რუსთავი 2 ამას ახერხებს და იგონებს, აი ასეთი აგიტაციის მანქანას უძლებს და ამ ფონზე ძალიან ეფექტურად მუშაობს. ანალიზს, რომ დავდებთ დავარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მას ჰყავს კარგი მთავრობა თუმცაღა საზოგადოების ის ნაწილი, რომელცას რუსთავი 2 ცდილობს სიცრუეშ შეიყვანოს, ვერ აცნობიერებს, რომ მათი პირობები არ უმჯობსდება სწრაფად, რომ ისევ რჩება უმუშვერობა და თითქმის იმდენივე და ზოგი ამბობს უარესიც და აი ამ პროცესებსაც უნდა კარგი ახსნა და განმარტება, რომ რეალობიდან შევაფასოთ და არა იქედან რისი სურვილიც ჩვენ გვაქვს დღეს და 20 წლის გასაკეთებელს ერთ და ორ წელიწადში ვერ გააკეთებს ვერავინ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები