ვერშბოუს ვიზიტი

ვერშბოუ: NATO-ში ინტეგრაციისთვის საჭიროა რეფორმები და სამხედრო გაძლიერება

ალექსანდრ ვერშბოუ
wikipedia.org

თბილისში ვიზიტის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ვერშბოუსთან საქართველოს უსაფრთხოების საკითხები, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა დავით უსუფაშვილთან და სხვა პარტიების წარმომადგენლებთან. მან აღინიშნა ერთი რამ, რასაც სრულად ვეთანხმები. საქართველოში ყველა პარტიას აერთიანებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა, რაც NATO-ს წევრობასაც გულისხმობს.

ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ გვსურს ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად ვიმუშაოთ, რათა საქართველოს დავეხმაროთ, რომ წინ წაიწიოს NATO-ს ღია კარისკენ სვლის გზაზე. ცხადია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი დემოკრატიული რეფორმების კუთხით. სასამართლო სისტემის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის რეფორმირება. ამ ყველაფრისთვის უნდა გაერთიანდნენ პარტიები, რადგან ეს აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული სისტემის გასამყარებლად, რაც ისევე მნიშვნელოვანია NATO-ში ინტეგრაციისთვის, როგორც სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება", - განაცხადა ვერშბოუმ.

კომენტარები