36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის

ჯაფარიძე: საშემოსავლო გადასახადი 20-დან 15%-მდე უნდა შემცირდეს

tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დღეს წარმოდგენილ კრიზისის დაძლევის კომპლექსურ გეგმაში, სახელად - 36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის, ნათქვამია, რომ ეკონომიკის ამუშავებისთვის საშემოსავლო გადასახადი უნდა შემცირდეს. ამის შესახებ დღეს, ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკის ამუშავების თვალსაზრისით პრინციპულად მნიშვნელოვანია, გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

"შემცირდეს საშემოსავლო გადასახადი 20-დან 15 პროცენტამდე;

შემცირდეს დამატებითი ღირებულების გადასახადი 18-დან 16 პროცენტამდე;

გაუქმდეს აქციზის გადასახადი საწვავზე, ბენზინზე, დიზელზე, ისევე როგორც ბუნებრივ აირზე.

გადასახადების შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ამუშავდეს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები:

დასრულდეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც განტვირთავს ქალაქს და დაასაქმებს 6000-ზე მეტ ადამიანს;

განახლდეს ანაკლია-ლაზიკის პორტის მშენებლობა, რომელიც რეგიონული ჰაბის ფუნქციას შესძენს ქვეყანას და დაასაქმებს დაახლოებით 7 ათას ადამიანს;

აშენდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრები, ახალციხეში, რუსთავში, ქუთაისსა და ფოთში, როგორც ეს იგეგმებოდა წინა ხელისუფლების დროს, რაც დაასაქმებს 10 ათასზე მეტ ადამიანს".

კომენტარები