აფეთქება მექსიკაში

მეხიკოში გაზის გაჟონვით გამოწვეულმა აფეთქებამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

AFP

2 ადამიანი დაიღუპა და 73 დაშავდა მექსიკის დედაქალაქში ბავშვთა საავადმყოფოში გაზის გაჟონვისგან გამოწვეული აფეთქების შედეგად.

დაღუპულთა შორის ახალგაზრდა ქალი და ახალშობილი არიან. დაშავდა 21 ბავშვი. აფეთქებამ შენობის დიდი ნაწილი დაანგრია, რის გამოც კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები და დაშავებულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

აფეთქება გამთენიისას მოხდა, როდესაც გაზის მანქანა საავადმყოფოს სამზარეულოს ბუნებრივი აირით ამარაგებდა.

კომენტარები