ლარის კურსი

რომან გოცირიძე: ლარის გადასარჩენად გაიწირა ეკონომიკური ზრდა

რომან გოცირიძე
facebook.com/RomanGotsiridze

ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განმარტებით, წლის დასაწყისში ბიუჯეტი სწორად რომ დაგეგმილიყო, ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო არ გახდებოდა. 

"ცუდი ბიუჯეტი დაიგეგმა და ეს თავიდანვე უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული და ისევე, რომ არ ყოფილიყო დეკემბერში დიდი ხარჯები გაწეული, შეიძლება ეს არც მომხდარიყო. დღეს უკვე ბიუჯეტის კორექტირებაც არის საჭირო. რამდენად არის მთავრობა ამაზე წამსვლელი, ეს უკვე მათ პოზიციაზეა დამოკიდებული. როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით დევალვაცია ხდება, ეს ეკონომიკაზე ახდენს უარყოფით გავლენას", - განაცხადა გოცირიძემ. 

გოცირიძე ლარის კურსის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის შემცირება უმუშევრობას გამოიწვევს. 

"20%-იანი ლარის ვარდნა თეორიაში აღიწერება, როგორც სავალუტო კრახი. 10%-ზე მეტი - სავარაუდო კრიზისი. მას სჭირდება თავისი დრო, რომ ეკონომიკამ გადალახოს და, ფაქტობრივად, როგორც წესი, ასეთი ვითარება ორი წლით უკან დახევს ხოლმე ქვეყანას. ამიტომ, რაღაც უნდა გაიწიროს. სამწუხაროდ ასეა, ლარის გადასარჩენად გაიწირა ეკონომიკური ზრდა, რომელსაც უმუშევრობა და სხვა ნეგატიური პროცესები მოჰყვება", - თქვა გოცირიძემ.

კომენტარები