საქართველოს მთავარი პროკურატურა

მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფი შეიქმნება

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

საქართველოს მთავრობის განკარგულებით მთავარ პროკურატურაში ახალი სპეციალიზირებული სტრუქტურული დანაყოფი - სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნება. 

"პროკურატურაში შესულია ათასობით განცხადება სამართალწარმოების განხორციელების პროცესში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის სავარაუდო ფაქტების არსებობის შესახებ. აღნიშნულ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად იქმნება ხსენებული დეპარტამენტი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახლადშექმნილი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამნეტის მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობის გეგმების შესახებ თებერვალში საჯარო პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრთან ერთად მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან.

კომენტარები