ღარიბაშვილი დეპუტატ თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრის, თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების" დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს", - წერს ღარიბაშვილი.

საქართველოს პარლამენტისა და ქართული ოცნების წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები