საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის მეფემ მოსახლეობისთვის 29.3 მილიარდი დოლარი გამოყო

wikimedia.org

საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზის გადაწყვეტილებით 29.3 მილიარდი ქვეყნის მოსახლეობას მოხმარდება. მათ შორის დასაქმებული ხალხი დამატებით, ბონუსის სახით ორი თვის ხელფასს აიღებს.

სალმან იბნ აბდულ-აზიზი მეფე 22 იანვარს, მისი ძმის აბდულას გარდაცვალების შემდეგ გახდა.

„თქვენ მეტს იმსახურებთ და რაც არ უნდა გავაკეთო მე, მაინც უფრო მეტის ღირსი იქნებით. ალაჰს შევთხოვ დამეხმაროს მე და დაგეხმაროს თქვენ რათა ერისა და რელიგიის სამსახურში ვიყოთ. ნუ დამივიწყებთ მე თქვენს ლოცვებში“ - წერს ახალი მეფე თავის ოფიციალურ Twitter-ზე.

29 მილიარდი დოლარიდან ნაწილი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების ორთვიან ბონუს პენსიებში დაიხარჯება. ასევე მეფის გადაწყვეტილებით ფულს მიიღებენ სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები.

საუდის არაბეთის ახალმა ლიდერმა ქვეყანაში ყველა არტ გალერეას ფული გადაურიცხა. საუდის არაბეთში არსებულმა თითოეულმა არტ კლუბმა 267 000  დოლარი მიიღო.

კომენტარები