საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აქცია

ინაშვილი: ქვეყანაში ეროვნულმა ძალებმა უნდა წამოიწიონ

ირმა ინაშვილი
qiziyi.ge

ნაციონალურმა მოძრაობამ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე მოკლა - ამის შესახებ რუსთაველის მეტროსთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილის თქმით ხელისუფლება არაფერს აკეთებს სამართლიანობის აღსადგენად და ნაციონალური მოძრაობაში მყოფილი დამნაშავეების დასასჯელად.

"სააკაშვილი თავისუფლად დაიარება. ადეიშვილი არ დაუკავებიათ. კოჰაბიტაციის რეჟიმში უნდათ ქვეყნის მართვა, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ნულოვანი ტოლერანტობა ნაციონალურ მოძრაობას. ჩვენ მათ კიდევ ერთხელ დაგვცინეს. იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე დააკლეს. ამას არ შევეგუებით", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით როდესაც მთავრობაში აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა თებერვლიდან დაიწყება, ეს ხალხის დაცინვაა. მისი განცხადებით, ქვეყანაში ეროვნულმა ძალებმა უნდა წამოიწიონ, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით საქართველოს გადაარჩენენ.

ინაშვილის თქმით აქციის მიზანია, ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა საზოგადოებამ, რომელთან კონტაქტი საქართველოს მთავრობამ უკვე დაკარგა.

"ჩვენ უნდა გამოვიდეთ გარეთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ ვეღარ შეძლოს ის, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები