ტელეკომპანია ტაბულას გათიშვა

თბილისის ანძა ტელეკომპანია ტაბულას გათიშვას აპირებდა

თბილისის ანძა ტელეკომპანია ტაბულასთვის მომსახურების შეწყვეტას აპირებდა, რაც არხის გათიშვასა და მაუწყებლობის შეჩერებას ნიშნავს.

ტელე რადიო ცენტრის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, ზურაბ ლორია მიზეზად ორთვიანი დავალიანებას ასახელებდა , რომელიც ტაბულას 31 იანვრამდე უნდა გადაეხადა. ტაბულამ ეს დავალიანება 31 იანვარს გადაიხადა კიდეც, თუმცა იმის გამო, რომ თანხის ჩარიცხვა არასაბანკო დღეს მოხდა, ფული მიმღების ანგარიშზე არ ასახულა.

ლორიამ ტაბულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფული დღეს რომ არ ჩარიცხულიყო, ანძა ტელეკომპანიას ორშაბათს მომსახურებას შეუწყვეტდა.

"ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს დადებული ყველა ტელეკომპანიასთან, მათ შორის თქვენს ტელეკომპანიასთანაც, სადაც ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს გადაუხდელობის შემთხვევაში მომსახურების შეჩერებას“ - განაცხადა ლორიამ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ტელევიზია ორთვიანი დავალიანების გამო გაეთიშათ. მეტიც, თავად ზვიად ლორიას თქმით, არაერთ ტელევიზიას აქვს ანძის დავალიანება და თან გაცილებით დიდი.

ლორიას თქმით, ბევრ ტელევიზიას აქვს დავალიანება, მათ ან აქვთ წარმოდგენილი საგარანტიო ბანკიდან ან სადაზღვეო კომპანიიდან, ან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„პირველი ფულის გადახდა, მეორე განწილადების გაკეთება და საგარანტიოს წარმოდგენა ანუ დიდი დავალიანება, რომ არის მისი რამდენიმე თვეზე გადანაწილება, რომელიც რუსთავი 2-ს აქვს გაკეთებული“ - განაცხადა ლორიამ.

ლორიას განცხადებით, ტაბულა დღეს აღარ გაითიშება. 

კომენტარები