თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება

თიბილოვი: რუსეთთან ხელშეკრულების პროექტი მოსკოვში უკვე გადავაგზავნეთ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობამ რუსეთთან მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის პროექტი მოსკოვში უკვე გადაგზავნა. საოკუპაციო რეჟიმის მეთაურის, ლეონიდ თიბილოვის თქმით, რუსეთის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი განიხილეს და მასში შესწორებები შეიტანეს, რის შემდეგ ის სრულად შეესატყვისება სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციას.

თიბილოვი განცხადებაში  სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას არწმუნებს, რომ შეთანხმება ე.წ. რესპუბლიკის ინტერესებში შედის და ის მიზნად მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის ამაღლებას და უსახფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთთან მსგავი შეთანხმება უკვე გააფორმა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა. რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას რაულ ხაჯიმბამ და ვლადიმირ პუტინმა ხელი 24 ნოემბერს მოაწერეს. დოკუმენტი საერთო სამხედრო დაჯგუფების შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას და ენგურზე ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთს მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები