ხანძარი

მოსკოვში ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა ИНИОН РАН-ის ბიბლიოთეკის შენობა

ტაბულა

მოსკოვში ხანძარმა თითქმის მთლიანად გაანადგურა სამეცნიერო ინფორმაციისა და სოციალური მეცნიერებების ინსტიტუტის (ИНИОН РАН) ბიბლიოთეკის შენობა.

ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე 17 საათის მანძილზე მუშაობდა, თუმცა ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა ჯერაც ვერ მოხერხდა.

ინსტიტუტის დირექტორის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ბიბლიოთეკა 1918 წელს დაარსდა. მასში 14 მილიონზე მეტი წიგნი და პერიოდული გამოცემა ინახებოდა, რომელთაგან დიდი ნაწილი ფასდაუდებელია, ვინაიდან მსოფლიოში მათი მხოლოდ ერთი ეგზემპლარი არსებობს. წიგნებთან ერთად ბიბლიოთეკაში დაცული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები, მათ შორის, ერთა ლიგის, გაეროს და UNESCO-ს. ასევე სხვადასხვა ქვეყნების, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და იტალიის ადრეული უნიკალური საპარლამენტო ანგარიშები. გარდა ამისა, ბიბლიოთეკაში ინახებოდა სლავურ ენებზე შექმნილი იშვიათი წიგნების უდიდესი კოლექცია.

კომენტარები